უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამ კვირაში ჩინეთს ეწვევა. ეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პეკინში მისი პირველი მოგზაურობა იქნება.
კულებას ვიზიტი მისი ჩინელი კოლეგის, ვანგ იის მიწვევით ხორციელდება - იტყობინება ჩინური სახელმწიფო მედია.
შეხვედრა უკრაინამაც დაადასტურა. განხილვის მთავარი თემა იქნება "რუსული აგრესიის გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში" - ნათქვამია კიევში საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.