06 ოქტომბერი 2024,   11:48
ვრცლად
მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე - სახელმწიფო დეპარტამენტი

აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში მხარდაჭერა ურყევია.

"მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები