05 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
ჩილეს საერთაშორისო აეროპორტში მგზავრმა სარეგისტრაციო პუნქტი ჩაქუჩის გამოყენებით დაარბია

ჩილეს საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრმა American Airlines-ის სარეგისტრაციო პუნქტი ჩაქუჩის გამოყენებით დაარბია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მამაკაცი მას შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან, რაც გაიგო, რომ მას ყალბი ბილეთი მიჰყიდეს.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა თანამშრომლებთან კამათის შემდეგ ჩანთიდან ჩაქუჩი ამოიღო და სარეგისტრაციო დახლთან ტექნიკის და ნივთების დაზიანება დაიწყო.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი კომპიუტერებს და მონიტორებს ამსხვრევს. მომხდარს ასობით თვითმხილველი ჰყავდა.

დღის ამბები