23 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა

თურქეთში, გოკჩებეის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გარდაცვლილები, ავტობუსის და სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, სასწრაფო დახმარების და სამაშველო ბრიგადები.

მაშველებმა ავტობუსში გაჭედილი მგზავრები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გადმოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე რეგიონის გუბერნატორიც იმყოფებოდა, რომელმაც შემთვევის ადგილი დაათვალიერა.

დღის ამბები