16 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
გერქვას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მართლაც განსაკუთრებული და ასევე, საპასუხისმგებლო მისიაა - განათლების მინისტრი

წლების წინ, ბევრ სკეპტიკოსს ეგონა, რომ ეს პროექტი წარმოუდგენელი იყო და დღეს, ყველა მომსწრენი ვართ, რომ ოცნებები რეალობად იქცევა - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ქუთაისს საგანმანათლებლო კერის ფუნქცია და იდეა ბიძინა ივანიშვილმა  დაუბრუნა. 

"გერქვას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მართლაც განსაკუთრებული და ასევე, დიდი საპასუხისმგებლო მისიაა. აქ მიღებული ცოდნით და პროფესიონალიზმით, თქვენ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოთ სახელმწიფოს მშენებლობაში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებაა. სწორედ ქუთაისია ის ქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იკისრა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის მისია. სწორედ ქუთაისს, საგანმანათლებლო კერის ფუნქცია და იდეა დაუბრუნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. წლების წინ, ბევრ სკეპტიკოსს ეგონა, რომ ეს პროექტი წარმოუდგენელი იყო და დღეს, ყველა მომსწრენი ვართ, რომ ოცნებები რეალობად იქცევა", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები