ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. მედიის ცნობით, ისრაელი სირიის ტერიტორიაზე, ქალაქ მასიაფში იერიშებს განაგრძობს. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავდა 13.
მედიის ინფორმაციით, ""ცახალის"" სამიზნე სამხედრო კვლევითი ცენტრი გახდა, სადაც სავარაუდოდ ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ და სადაც ირანელი სამხედრო ექსპერტები მუშაობდნენ.
ისრაელი იერიშების შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. პარალელურად, გრძელდება დარტყმები ""ჰამასის"" ობიექტებზე ღაზაში. გასული 24 საათის განმავლობაში, იერიშების 33 პალესტინელი ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში ოპერაციების დროს "ჰამასის" რამდენიმე წევრი მოკლეს, გაანადგურეს დაჯგუფების ინფრასტრუქტურა და ტერორისტების იარაღი.