14 ოქტომბერი 2024,   19:45
ვრცლად
"ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება უარყოფითი პოლემიკის საგანი" - საზოგადოება "ქართულის" თანადამფუძნებელი მარინე ლობჟანიძე

"ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება უარყოფითი პოლემიკის საგანი" - აცხადებს საზოგადოება "ქართულის" თანადამფუძნებელი, მუსიკოლოგი მარინე ლობჟანიძე და პრემიერის ინიციატივას მიესალმება.

"პრემიერის ინიციატივა დროულია, წინგადადგმული ნაბიჯია ქართული სახელმწიფოსთვის და მისი ინტერესებისთვის. ცოტა ღიმილის მომგვრელია იმ ენჯეოების დამოუკიდებლობაზე საუბარი, რომლებიც უკვე წლებია ჩვენთან არსებობენ და ვიცით, რომ ფინანსდებიან უცხოური სახელმწიფოების მიერ და არა რომელიმე ორგანიზაციის მიერ. რასაკვირველია, თავის დროზე მათ არაჩვეულებრივი როლი შეასრულეს, ბევრი კარგი გაკეთდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოიკვეთა სხვადასხვა ინტერესები, რომლებიც მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რეალურად, მაინც ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს", - ამის შსახებ აცხადებს მარინე ლობჟანიხე და აღნიშნავს , რომ გაცილებით ჯანსაღია ჩვენს ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა დავაფინანსოთ. ,, აქ იქნება ორი ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი წერტილი. ერთი თვითონ ის ორგანიზაცია, რომელშიც უნდა შევიდნენ თავისი საქმის პროფესიონალები და მეორე , ეს არის მეორე მხარე, რომელიც ამ არასამთავრობოებს გააკონტროლებს, მათი საქმიანობა გაშუქდება მედიაში, შეუძლია გააკონტროლოს ოპოზიციურმა მხარემაც და რაც მთავარია , ეს იქნება დამოუკიდებელი ორგანო , რომელიც არ იქნება მართული არცერთი პარტიის და სხვა სახელმწიფოს მიერ. მე ვერ წარმომიდგენია რატო შეიძლება ეს იყოს უარყოფითი პოლემიკის საგანი", - აცხადებს საზოგადოება "ქართულის" თანადამფუძნებელი.

დღის ამბები