ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე - შონ ომალი დაამარცხა. შედეგად, საქართველოს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს!
33 წლის ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
29 წლის ამერიკელმა შონ ომალიმ კი სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.