13 ოქტომბერი 2024,   01:25
ვრცლად
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე ეჭვმიტანილები დააკავა - გამოძიება მათ რუსეთთან კავშირზე საუბრობს

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე ეჭვმიტანილები დააკავა. დაკავებულ ჯგუფებს რუსეთთან აქვთ კავშირი - ინფორმაციას, სომხური მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც წინასწარი შეთქმულებით ძალაუფლების უზურპაციას გეგმავდა. ამისთვის ჯგუფის წევრები რუსეთიდან, ყოველთვიურად, დაახლოებით, 220 000 რუსულ რუბლს იღებდნენ.

სომხეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები რუსეთში რამდენიმეთვიან მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ. მათ 2024 წელს სომხეთის რესპუბლიკის რამდენიმე მოქალაქის და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლების გადაბირებაც შეძლეს.

საქმეზე შვიდი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია სამი პირი, ოთხი კი ამ დრომდე იძებნება.

დღის ამბები