21 დეკემბერი 2024,   20:54
ვრცლად
კესარია აბრამიძე მოკლეს - სავარაუდო ეჭვმიტანილი მისი მეგობარი მამაკაცია

თბილისში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს.

მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობს "კურიერის" გადამღები ჯგუფიც.

"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ მისი მეგობარი მამაკაცია.

 შსს ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

დღის ამბები