30 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
"ერთ-ერთი ბოლო საჩუქარი, ფეხბურთელებისგან რაც მივიღე, არის ქოჩორაშვილის "ლევანტეს" მაისური" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, სპორტული სუვენირების საკუთარ კოლექციებზე ისაუბრა.

მისი თქმით, აქვს მაისურები და ბურთები ფეხბურთელებისა და რაგბისტების ხელმოწერებით. განსაკუთრებულად აღნიშნა პასასპორტსმენ გიგა ოჩხიკიძის მიერ ნაჩუქარი ბირთვი, რომლითაც მან მსოფლიო ჩემპიონატი და პარალიმპიადა მოიგო.

"ბოლო, განსაკუთრებულად ღირებული საჩუქარი (და დიდი მადლობა გიგას ამ საჩუქრისთვის), ეს არის ის ბირთვი, რომელმაც მან მოიგო პარასპორტში მსოფლიო ჩემპიონატი, პარალიმპიადის გამარჯვებული გახდა და ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის ამ საჩუქრის მიღება. მაქვს ბურთები ფეხბურთელებისა და რაგბისტების ხელმოწერებით, მაისურები და მადლობა ყველას ამისთვის.

ერთ-ერთი ბოლო საჩუქარი, ფეხბურთელებისგან რაც მივიღე, არის ქოჩორაშვილის "ლევანტეს" მაისური, ძალიან ლამაზია და მადლობა გიორგის ამისთვის. პატარა კოლექცია მაქვს დაგროვილი და მადლობა ყველას ამ საჩუქრებისთვის - განსაკუთრებით ემოციურია თითოეულის საჩუქარი ჩემთვის," - აცხადებს პრემიერი.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://rustavi2.ge/ka/video/81696?v=2

დღის ამბები