14 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 12%-ი შეადგინა, ხოლო ამ წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა - საქსტატი

საქსტატი მორიგ მონაცემებს აქვეყნებს. წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 12%-ი შეადგინა, ხოლო ამ წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.

ოფიციალური ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ვაჭრობა.

დღის ამბები