23 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
დიდ ბრიტანეთს ძლიერი ქარიშხალი "კირკი" დაატყდება თავს - მეტეოროლოგების განცხადებით, ქარიშხალი ძლიერ წვიმას და ქარს გამოიწვევს

მომავალ კვირას, დიდ ბრიტანეთს ძლიერი ქარიშხალი “კირკი” დაატყდება თავს. მეტეოროლოგების განცხადებით, ქარიშხალი ძლიერ წვიმას და ქარს გამოიწვევს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მე-4 კატეგორიის ქარიშხალი ატლანტის ოკეანეში გაძლიერდა და მიუხედავად იმისა, რომ ის პირდაპირ დიდი ბრიტანეთისკენ არ მიემართება, მომავალ კვირას გაერთიანებული სამეფოს გარკვეულ რეგიონში ამინდის გაუარესებას და ტემპერატურის მკვეთრ კლებას გამოიწვევს.

მეტეოროლოგიურმა ბიურომ გამოაქვეყნა რუკა, სადაც ნაჩვენებია, თუ სად დაზარალდებიან ქარიშხლისგან ყველაზე მეტად.

რუკის თანახმად, ინგლისისა და უელსის ზოგიერთ ნაწილში ოთხშაბათს და ხუთშაბათს ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

დღის ამბები