26 დეკემბერი 2024,   15:45
ვრცლად
“ყველანაირად გასული არიან კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამბობენ ამ ქარტიით, რომ ქართველ ხალხს არა აქვს უნარი 26 ოქტომბერს აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება“ - შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტი კი ე.წ.ლი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.

არაკონსტიტუციური ქმედება და ამომრჩევლის უპატივცემულობა - ასეთია “ქართული ოცნების“ შეფასება ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესებზე. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, მსგავსი ინიციატივების განხილვა და ე.წ. გარდამავალი პერიოდისთვის მზადება, ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოს მიღმაა.

“კონსტიტუციის დარღვევაა და ეს არის ზუსტად, რომ უყვარდათ ტერმინი არაფორმალური მმართველობა, ზუსტად ეს არის არაფორმალური მმართველობა, სხვა რამე კი არ არის. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და წესები როგორ მოქმედებს სახელმწიფო, როგორ ირჩევა მთავრობა, როდის არის არჩევნები და ქალბატონმა სალომემ შექმნა ეს ე.წ. ქარტია და ფაქტობრივად ბანანის რესპუბლიკად გამოგვაცხადა ამ ტექსტის ავტორმა და მასზე ხელმომწერებმაც, იმიტომ, რომ თქვეს, რომ კონსტიტუცია ჩვენ არ გვაქვს, არ ვაღიარებთ.

აი ეს არის კონსტიტუცია, რომ ჩვენ გვეყოლება და ავირჩევთ არა მთავრობას და ხელისუფლებას, არამედ იქნება რაღაც ტექნიკური მთავრობა, რომელსაც ამისთვის არაუფლებამოსილი პირი დაასახელებს კანდიდატს კონსტიტუციის გვერდის ავლით; შემდეგ, აქვე წერენ, რომ უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები რატომღაც, ყველანაირად გასული არიან კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამბობენ ამ ქარტიით, რომ ქართველ ხალხს არა აქვს უნარი 26 ოქტომბერს აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ჩვენ რაღაცა ჩამორჩენილი შესაძლებლობები გვაქვს და არ ვიცით როგორ ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება და ამიტომ უნდა იყოს ტექნიკური დროებითი მთავრობა და უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები. ბანანის რესპუბლიკად უნდათ რომ გამოაცხადონ ამ ქარტიის ავტორებს და ხელმომწერებს საქართველო,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები