12 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ტრაგედია კახეთში - სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ავარდა და ორ ქალს დაეჯახა, ორივე მათგანი გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები