იბიცაზე, 38 წლის ცნობილი შოტლანდიელი დიჯეი და პროდიუსერი ჯეკ რევილი ტრაგიკული დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოჯახის ინფორმაციით, მას თავის ტრავმა გაურთულდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
"ღრმა მწუხარებით ვადასტურებთ ჯეკ რევილის ნაადრევ გარდაცვალებას, რომელიც ბევრისთვის ცნობილია "ჯეკმასტერის" სახელით. ჯეკი ტრაგიკულად გარდაიცვალა 12 ოქტომბერს, დილით, თავის ტრავმის გართულების გამო", - აღნიშნულია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გლაზგოელი დიჯეი მსოფლიოს უდიდეს კლუბებსა და ფესტივალებზე უკრავდა. ამასთან, მან დააარსა ცნობილი ხმი სჩამწერი ლეიბლი Numbers.