22 ნოემბერი 2024,   02:58
ვრცლად
"ჯერ სცემეს ერთმანეთი, შემდეგ გასროლის ხმა გაისმა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

მკვლელობა თბილისში - ფიროსმანის მოედანზე მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც მალევე ორმხრივი სროლა მოჰყვა.

როგორც თვითმხილველები "კურიერთან" საუბრობენ, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მამაკაცს მანქანიდან უთვალთვალებდა.

"ყვირილისა და ჩხუბის ხმა იყო. ჯერ სცემეს ერთმანეთი, რამდენიმე წუთის შემდეგ გასროლის ხმა გაისმა, დაახლოებით 4-ჯერ. შემდეგ ეგრევე მიიმალა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ის ბიჭი," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "კურიერთან".

ფიროსმანის მოედანზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორია შემოხაზული იყო ყვითელი ლენტით; ექსპერტ-კრიმინალისტებმა მონიშნეს ადგილები, სადაც ტყვიის მასრები ეყარა.

 

 

დღის ამბები