21 ოქტომბერი 2024,   15:46
ვრცლად
განათლების მინისტრმა ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა გახსნა

განათლების მინისტრმა ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა გახსნა - შენობას უწყების მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

800-ს მოსწავლეზე გათვლილი სკოლის განახლების პროექტის ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია. მინისტრთან ერთად ადგილზე იყვნენ სახელმწიფო რწმუნებული და ლანჩხუთის მერი.

"კიდევ ერთი ასეთი სკოლა გავხსენით, ლანჩხუთის რაიონის ნომერ 1 საჯარო სკოლა, რომელიც რეაბილიტირდა სრულად. არაჩვეულებრივად არის შესრულებული სამუშაოები. წლის ბოლომდე 100-მდე ახალი საჯარო სკოლა გაიხსნება, ყოველდღიურად თითო ახალი სკოლა შეემატება ჩვენს ქვეყანას," - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე.

დღის ამბები