23 ოქტომბერი 2024,   21:51
ვრცლად
ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი, მშვიდობით უნდა შევინარჩუნოთ ეს ქვეყანა - მარიამ შენგელია

თავისუფლების მოედანზე კონცერტი მიმდინარეობს. სანამ მმართველი ძალის წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი შეხვედრის პოლიტიკური ნაწილი დაიწყება და "ქართული ოცნების" ლიდერები მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ, სცენა მუსიკოსებ

მომღერალ მარიამ შენგელიას განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე უნდა წარდგეს.

მისი განმარტებით, აუცილებელია ყველა მივიდეს არცევნებზე და დააფიქსიროს საკუტარი პოიზიცია, რათა მშვიდობა შენარჩუნდეს ქვეყანაში.

"ორ თვეში შემოვიარე მთელი საქართველო და ხალხისგან მივიღე უდიდესი სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუხრა ყველა რეგიონს მისთვის. დღეს რომ აქ ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამხელა აუდიტორიის წინაშე უნდა წარვდგე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი. მშვიდობით უნდა შევინარჩუნოთ ეს ქვეყანა", - განაცხადა მომღერალმა მარიამ შენგელიამ.

დღის ამბები