27 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
"არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულად ვაფასებთ - ჩვენ პირადად არცერთი დარღვევა არ დაგვიფიქსირებია" - საერთაშორისო დამკვირვებელი, ექსპერტი ხუან ეფრაინ როჩა

"არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულად ვაფასებთ. ჩვენ რომელ უბანზეც ვიყავით, ყველგან მშვიდად მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცესი," - საერთაშორისო დამკვირვებელი, ექსპერტი, ხუან ეფრაინ როჩა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.

როგორც ის ამბობს, მათ პროცესის მიმდინარეობს დროს, არც ერთი დარღვევა არ გამოუვლენიათ.

"არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულად ვაფასებთ. ჩვენ რომელ უბანზეც ვიყავით, ყველგან მშვიდად მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცესი. ჩვენ პირადად არცერთი დარღვევა არ დაგვიფიქსირებია. აღსანიშნავია, ახალი ხმის მიცემის ტექნოლოგიაც, რომლითაც გაიმართა არჩევნები თქვენს ქვეყანაში. რაც შეეხება საარჩევნო კომისიის წევრებს, ყველამ იცოდა თავისი საქმე და მთელი პროცესი პროფესიონალურად მიმდინარეობდა," - აცხადებს ხუან ეფრაინ როჩა.

დღის ამბები