27 ოქტომბერი 2024,   19:18
ვრცლად
"ვხედავ, რომ საქართველო სარგებლობს დემოკრატიით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო ძალიან კარგი" - საერთაშორისო დამკვირვებელი, რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკი

ვხედავ, რომ საქართველო სარგებლობს დემოკრატიით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო ძალიან კარგი. თუ თქვენ ამ ციფრებს შეადარებთ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას, საქართველო უკეთესად გამოიყურება, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი, რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკი საუბრობს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია.

"მაქვს ინფორმაცია ზოგიერთ ინციდენტთან დაკავშირებით, მაგრამ მახსოვს, რა მოხდა ოთხი წლის წინ და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი პრობლემები იყო გაცილებით ნაკლები. მეორე მხრივ, ვნახე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იდგა რიგში ხმის მისაცემად. ვხედავ, რომ საქართველო სარგებლობს დემოკრატიით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო ძალიან კარგი. თუ თქვენ ამ ციფრებს შეადარებთ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას საქართველო უკეთესად გამოიყურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია. ეს კარგი გზავნილია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ჩართულია პოლიტიკაში და სურთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზემოქმედება. ახლა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა და დასავლური სამყაროს ინტერესი, ევროკავშირის სურვილი არის ასევე ახლო ურთიერთობა საქართველოსთან." - აცხადებს რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკი. 

დღის ამბები