პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს, რასაც ISFED-ის კვლევაც ადასტურებს.
"არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ არჩევნების შედეგები რაიმენაირად დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამას ადასტურებს ყველაფერი, მათ შორის, ისეთი ორგანიზაციის გაკეთებული განცხადებებიც, როგორიცაა ISFED-ი. მოვისმინეთ ძალიან ბევრი განცხადებები, თუმცა არ მოგვისმენია და არ გვინახავს არანაირი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას იმის საფუძვლად, რომ კითხვის ნიშნები დაისვას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.