04 დეკემბერი 2024,   23:05
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ "სამართლიანი არჩევნების" 3 საჩივრიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა - ასევე, გააუქმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით

სააპელაციო სასამართლომ "სამართლიანი არჩევნების" სამი საჩივრიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა, გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით.

ამ წუთებშიც გრძელდება საიას და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სარჩელების განხილვა.

ახალგაზრდა იურისტები დაობენ ხმის ასეულობით დარღვევაზე - ამ სხდომის ფარგლებში, მსჯელობის საგანია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეული ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითვალისწინებს.

სხდომების პარალელურად, სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართა აქცია. საპროტესტო გამოსვლა უკვე დასრულებულია.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები