აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში, ქალმა აბაზანაში ქვეწარმავალი აღმოაჩინა. დილის 05:00 საათზე, უნიტაზის უკან პითონის დანახვით შეშინებულმა ქალმა ჯერ ყვირილი დაიწყო, შემდეგ კი, დახმარებისთვის, შერიფის დეპარტამენტს მიმართა.
შერიფის ოფისმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც სამართალდამცველები წერენ, პითონი თავის ახალ, "სამუდამო სახლში" გაუშვეს.