08 დეკემბერი 2024,   12:23
ვრცლად
თურქეთში ტურისტს, რესტორანში ვახშმობისას, პარაპლანისტი შეეჯახა - გოგონა მძიმე მდგომარეობაშია

სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ ოლუდენიზში, 15 წლის ბრიტანელ გოგოს პარაპლანისტი შეეჯახა, - ამის შესახებ BBC წერს.

მოზარდი თურქეთს ოჯახთან ერთად სტუმრობდა. შემთხვევის დროს, ის, დედასთან და უფროს დასთან ერთად, რესტორნის ღია სივრცეში, პიცას მიირთმევდა.

"მოულოდნელად, არსაიდან, პარაპლანისტი გამოჩნდა. შემდეგ, მახსოვს, როგორ იწვა ჩემი ქალიშვილი იატაკზე, უგონო მდგომარეობაში... ვყვიროდი, ვტიროდი და შველას ვითხოვდი. მეგონა, მკვდარი იყო", - იხსენებს გოგონას დედა.

მოზარდს ზურგისა და ყბის სერიოზული დაზიანება აქვს. 

Lyndsey Logan Thee women are taking a selfie. They are looking at the camera. They all have long brown hair. They are stood indoors in what looks like a kitchen.

Meggan Nichol Lily is lying in bed in hospital. There is a breathing mask over her face and her hand is in a bandage with an IV drip in it. You can see hospital equipment like an IV in the background

დღის ამბები