27 დეკემბერი 2024,   03:53
ვრცლად
"ჩვენ წარმოვადგენთ 8 ქვეყანას, მაგრამ ყველა ვეკუთვნით ევროპას, ევროკავშირს, აქ ვიმყოფებით როგორც ქართველი ხალხის მეგობრები" - მიხაილ როთი

"ჩვენ წარმოვადგენთ 8 ქვეყანას, მაგრამ ჩვენ ყველა ვეკუთვნით ევროპას, ევროკავშირს, აქ ვიმყოფებით როგორც ქართველი ხალხის მეგობრები. ჩვენ აქ არ ვიმყოფებით, როგორც მტრები. აქ არ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას,"- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ახსენა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისგან ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმებას ელის. უცხოური გავლენების და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან ერთად, მიხაილ როთიმ ახსენა ოფშორების კანონიც. მისი შეფასებით, არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, ახსენა პერსონალური სანქციები და უვიზო რეჟიმის შეწყვეტის საკითხიც.

"ვიცი, ზოგჯერ რთულია, როდესაც მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ. ინტერვენციები ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გახლავთ წინაპირობა ყველაფრისთვის. რასაც ველით ჩვენ მმართველი პარტიიდან, გახლავთ ის, რომ მოხდეს გამოწვევა არამხოლოდ რუსული აგენტების კანონის და არამხოლოდ ანტი-ლგბტ კანონის, არამედ ოფშორების შესახებ კანონი და ჩატარდეს ასევე დამოუკიდებელი გამოძიება. აი, ეს არის ნათელი მოლოდინი ჩვენი მხრიდან, მრავალი სხვა ევროკავშირის ლიდერის მხრიდან.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და პოლონეთის პრემიერის მოწოდებას, რომ მოხდეს ამ სერიოზული განაცხადების გამოძიება. ევროპული საბჭო, ეუთო და სხვა ორგანიზაციები უნდა ჩაერიონ. სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს. თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს იმათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციაზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელიხელ ჩაკიდებული უნდა მიდიოდეს და ის, ვინც ძირს უთხრის ამ პრინციპებს, ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტაც, რაც არის ყველაზე დიდი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, ჩვენთვისაც, მაგრამ საბოლოოდ, ეს გახლავთ სერიოზული სიტუაცია და ჩვენ ყველა ინსტრუმენტი უნდა დავდოთ მაგიდაზე, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით", - განაცხადა მიხაილ როთმა.

დღის ამბები