"გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი. და ეს ყველაფერი ევროპის სახელით", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისში გამართულ აქციაზე ევროპელი დეპუტატების გამოსვლებს. ამის შესახებ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად.
გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი.
და ეს ყველაფერი - ევროპის სახელით", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.