14 ნოემბერი 2024,   10:12
ვრცლად
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჰელსინკში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის დეგუსტაცია ფინეთში - ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჰელსინკში გამართულ ღონისძიებას 40-ზე მეტი სომელიე, ღვინის იმპორტიორი, მედიისა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრისა და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია გააცნეს. ჰელსინკში გამართულ ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ესწრებოდა.

დღის ამბები