27 დეკემბერი 2024,   07:49
ვრცლად
"ის, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების, ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში" - გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა განახლდა. სხდომა დაწყებიდან 3 წუთში, დაპირისპირების გამო შეწყდა, რისი მიზეზიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისთვის, გიორგი სიორიძისთვის მიკროფონის გათიშვა გახდა. სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარემ მიკროფონი რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის გამო გაუთიშა, რასაც კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.

ამის შემდეგ, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი სითხე შეასხა.

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომა დაზიანებული თვალით გააგრძელა.

"პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა. ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც დასტურია იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია განხორციელდა და მხოლოდ პირადი თავდასხმებით, ზეწოლით - ეს იქნება ცესკოს თავმჯდომარესა თუ ქვემდგომ კომისიის წევრებთან მიმართებაში, ამის არაერთი შემთხვევა ვნახეთ. ასეთი ბულინგით, ზეწოლით, პირად სივრცეში შეჭრითა და აქციებით ცდილობს სხვადასხვა მხარე გადაფაროს ის საკითხები, შექმნას და განამტკიცოს საზოგადოებაში ის აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა.

თუ სადმე რაიმე მანიპულაცია მოხდა, ჩვენ ვიყავით ის ინსტიტუცია, რომელმაც პირველმა მიმართა საქართველოს პროკურატურას შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, იმ ფონზე, როდესაც ეუთო "ოდირი", "ენდიაი", "აირაი" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნებს საკმაოდ პოზიტიურად აფასებს. ის, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების. ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ, სამუდამოდ და საბოლოოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება," - განაცხადა კალანდარიშვილმა.

დღის ამბები