"იოანე ზოსიმე - დაბრუნება" - დოკუმენტური ფილმის პრემიერა მწერალთა სახლში მოეწყო.
ფილმი მწერალთა სახლის ინიციატივით, გურამ ნიკოლაშვილმა გადაიღო და ის ქართველი მწიგნობარი უძველესი პალიმფსესტის მოპოვებაზე, ხელნაწერის მნიშვნელობასა და თავად იოანე ზოსიმეს შესახებ მოგვითხრობს. უნიკალური ხელნაწერი ივნისში, ლონდონში, "კრისტის" აუქციონზე, მილიონ ფუნტად, ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა.
ქართულ-არამეულ ენებზე შესრულებულ ხელნაწერებს, სახარებისეული ტექსტების შესწავლისა და სამეცნიერო-ლიტერატურული თვალსაზრისით, უნიკალური მნიშვნელობა აქვს.