06 დეკემბერი 2024,   15:50
ვრცლად
"რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი" - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციიდან გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა, სამედიცინო დაწესებულებაში 40 პირი გადაიყვანა, მათგან 36 პირი აქციის მონაწილეა, 2 მედიასაშუალებისა და 2 შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 40 ადამიანი.

აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.

გარდა ამისა, ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ სხვა აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები