პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც მეოთხე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "რუსთავი 2-ის" ოპერატორი გიორგი ნერგაძე დაშავდა. მან აქციაზე გაშვებული გაზი შეისუნთქა.
გიორგი ნერგაძეს პირველად დახმარებას სასწრაფო დახმარების ექიმები უწევდნენ. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მის მოვალეობას გარკვეული პერიოდი, ასევე "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თეო ცუცქირიძე ასრულებდა და მაყურებელს კადრები უწყვეტ რეჟიმში ჰქონდა.