საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. განჩინება უნდა გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.