04 დეკემბერი 2024,   16:11
ვრცლად
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გატეხილია ორი რესტორანი, სალარო აპარატებიდან წაღებულია თანხა - მიმდინარეობს გამოძიება

დაუდგენელმა პირებმა, სანაპიროზე მდებარე რესტორანი HB გატეხეს, სალარო აპარატიდან მოპარულია თანხა.

ასევე, გატეხილია და წაღებულია თანხა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "სიო" -დან.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები