ყველაზე მშვიდი ღამე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ დასრულდა.
დედაქალაქის მთავარი გამზირი ამჟამად უკვე დასუფთავებულია, აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა. დილის 04:00 საათისთვის, ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩები სპეციალური დანიშნულების რაზმმა დატოვა.
ტერიტორიიდან გაიყვანეს სპეცტექნიკაც - წყლის ჭავლისა და სახანძრო სამაშველო მანქანები. გარკვეული პერიოდი, პარლამენტის შიდა პერიმეტრზე რჩებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, თუმცა ტერიტორია მალევე მათაც დატოვეს.