11 დეკემბერი 2024,   15:41
ვრცლად
700 მილიონი ევრო და 1300-ზე მეტი მშენებელი მთელი მსოფლიოდან, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დასრულებულია - გახსნის ცერემონიალს 50-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა

შაბათს ღამით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ზარები პირველად დარეკეს მას შემდეგ, რაც ხანძარმა 5 წლის წინ ტაძარი პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურა.

2019 წელის 15 აპრილს გაჩენილი ხანძრის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა მისი განზრახ გაჩენის შესაძლებლობა გამოძიებამ გამორიცხა. ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაახლოებით 700 მილიონი ევრო დაჯდა. თუმცა, შემოწირულობებმა მთელი მსოფლიოდან 840 მილიონზე მეტი ევრო შეადგინა, აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა კი, 1300-ზე მეტმა მშენებელმა და ხელოსანმა მიიღო მთელი მსოფლიოდან.

ხელახალი გახსნის ცერემონიას, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა, მსოფლიოს 50 მდე ლიდერი ესწრებოდა.

უბედურ შემთხვევამდე ღვთისმშობლის ტაძარი წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ ვიზიტორს იღებდა. ადგილობრივებთან ერთად ტაძრის ნახვას მოუთმენლად ელიან ტურისტებიც.

გოთიკური არქიტექტურის შედევრი, რომელიც მე-12 საუკუნეში აშენდა, ვიზიტორებისთვის მეორედ ოფიციალურად 16 დეკემბერს გაიხსნება.

დღის ამბები