აქციაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულ "TV პირველის" ოპერატორს ინგოროყვას კლინიკიდან ცოტა ხანში გაწერენ. რაც შეეხება ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, მას ექიმები დღეს 24-საათიან მონიტორინგს შესთავაზებენ.
"TV პირველის" თანამშრომლები დღეს ელჩებმა მოინახულეს. ადგილზე იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვედეთის, ლატვიის და დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები. ელჩებს კლინიკაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
"სავარაუდოდ, მათ უახლოეს საათებში ან დღეებში გაწერენ, თუმცა ჯერ მუშაობას ვერ შეუდგებიან, რადგან სახლის პირობებში მაინც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. რაც შეეხება ელჩების ვიზიტს - ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა არამხოლოდ ჟურნალისტების, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან დღეს ფრონტის წინა ხაზზე, არამედ ყველა იმ ხალხის, იმ ასიათასობით ადამიანის, რომელიც ყოველდღიურად გამოდის ქუჩაში", - აცხადებს "TV პირველის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილი.