ამ წუთებში, პარტიის "გახარია - საქართველოსთვის" წევრები ტელეკომპანია "იმედთან" აქციას მართავენ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ეთერის დათმობას ითხოვენ და სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებენ.
"სამწუხაროდ, ტელეკომპანია "იმედი" იქცა ყალბი ინფორმაციის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად. ჩვენი მოთხოვნა რჩება "იმედის" ჟურნალისტების მიმართ, რომ ისინი ემსახურონ სიმართლეს, ემსახურონ ქართველ ხალხს და გახსნან ეთერი რომელშიც, სამწუხაროდ, მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში აძლევენ საშუალებას მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ესაუბრონ მოსახლეობას და არანაირი დებატი და არანაირი განსხვავებული აზრი ამ ტელეკომპანიის ეთერით, სამწუხაროდ, არ ისმის", - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ზაზა თავაძე.