თურქეთში, ვან-ერჯინის ავტომაგისტრალზე მომხდარი მასობრივი ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც, დაახლოებით, 30 ავტომობილი მონაწილეობდა 2 სხვადასხვა ადგილას მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ნისლი და გზის საფარის მოყინვა გახდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ავტომაგისტრალი ჩაიკეტა.