
შემთხვევა მედტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" - ლიანდაგებში ადამიანი ჩავარდა. ადგილზე ამ წუთებში შესაბამისი მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც "რუსთავი2"-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, აღნიშნული ფაქტის გამო საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. მეტროს მეორე ხაზი მხოლოდ მეტროსადგურ დელისამდე მუშაობს.
"რუსთავი 2" შემთხვევის დეტალებს არკვევს.