29 მარტი 2025,   05:43
ვრცლად
მგზავრი, რომელიც მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" ლიანდაგში ჩავარდა, ადგილზე დაიღუპა

მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" ლიანდაგში ჩავარდა,  ადგილზე დაიღუპა. ამ დროისთვის მეტრო გაჩერებულია. მომხდარის შესახებ ვრცელდება რამდენიმე ვერსია - ზუსტ მიზეზს სამართალდამცველები დაადგენენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც "რუსთავი2"-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, აღნიშნული ფაქტის გამო საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. მეტროს მეორე ხაზი მხოლოდ მეტროსადგურ დელისამდე მუშაობს. 

დღის ამბები
მეტი