11 აგვისტო 2026,   08:41
ვრცლად
11 დეკემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების, მიქელაძის, პაიჭაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუკიას ბაღის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), იყალთოს, არჩილ სულაკაურის, ბახტრიონის და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X, XI მიკრორაიონების, თემქის დასახლების IV, IX, X, XI მიკრორაიონების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ურეკის, გურამ ქუთათელაძის, ზურაბ ქუქჩიშვილის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, შროშის, დომენტი ჟღენტის, ამაღლების და აბაის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გუდამაყარის, სადმელის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის, ალექსანდრე ბარამიძის, პეტრე გამყრელიძის, სამოცდამეშვიდეს, ურეკის, ველისციხის, სამოცდამეცამეტეს, ვასილ კაკაბაძის და პეტრე ამირანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები