11 აგვისტო 2026,   08:40
ვრცლად
11 დეკემბერს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, კომპანია საბურთალოსა და ნაძალადევის რაიონებში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 დეკემბერს 23:00 საათიდან 12 დეკემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

საბურთალოს რაიონში:

სოფ. დიღომში: ვეფხისტყაოსნის, ნესტან დარეჯანის, ნიკო ბურის, სტრაბონის და მირიან მეფის N 80, 80ა, 82, 82ა ქუჩებს.

ხოლო 11 დეკემბრის 22:00 საათიდან 12 დეკემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ნაძალადევის რაიონში:

კლდეკარის, გორდის, ლაითურის, ფირცხალავას, ზედამზის თავისი შესახვევებით, მაჩხაანის, მირზაანის, სანავარდოს და ლამისყანას ქუჩებს.

დღის ამბები