ავტოსაგზაო შემთხვევა ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ცნობით, დაიღუპა ორი ადამიანი. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა.
კლინიკა "იმედში" განმარტავენ, რომ დაშავებული ქალი მათთან პოლიტრამვებით შევიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გული მალევე გაუჩერდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 276-ე მუხლით მიმდინარეობს.