25 დეკემბერი 2024,   17:07
ვრცლად
თურქეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი ქარხანა აფეთქდა - დაიღუპა 12 პირი

თურქეთში, ბალიკესირის რაიონში, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ბალიკესირის გუბერნატორმა დაადასტურა. ასევე, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანია დაშავებული.

აფეთქების შედეგადა ქარხნის შენობა დაინგრა.

ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ბრიგადები.

 

 

 

დღის ამბები