01 იანვარი 2025,   20:01
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ერთ საათზე მეტია, რაც დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაიკეტა. 32 დღეა, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.

დემონსტრაცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მოქალაქეები ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით არიან მისულები.

უშუალოდ რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის მონაკვეთი მას შემდეგ გადაიკეტა, რაც ტერიტორიაზე, მსვლელობით, დემონსტრანტების ნაწილი მივიდა.

მათი მთავარი ორი მოთხოვნა უცვლელია - გათავისუფლდნენ პირები, რომლებიც სამართალდამცველებმა მიმდინარე პროტესტის ფარგლებში დააკავეს და დაინიშნოს, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

ადგილზე იმყოფება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი. ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

დღის ამბები