აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ ნიუ ორლეანსა და ლას ვეგასში მომხდარ შემთხვევებს შორის ამჟამად კავშირი არ იკვეთება.
ამასთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანაშემწის მოადგილის, კრისტოფერ რაიას განცხადებით, ნიუ ორლეანში თავდასხმის შესახებ გამოძიებისას აღმოაჩინეს ეჭვმიტანილის სამი მობილური ტელეფონი და ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ საწვავით და პიროტექნიკით სავსე Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, მანქანა კოლორადოში იქირავეს და ქალაქში აფეთქებამდე ორი საათით ადრე ჩაიყვანეს. ის სასტუმროს წინ, შესასვლელთან იყო გაჩერებული, რა დროსაც მას ბოლი აუვიდა და აფეთქდა. ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის შერიფის თქმით მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს იყო თუ არა ეს ფაქტი დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ ორგანიზებული აქცია. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი თვალყურს ადევნებდა ინციდენტს. მომხდარს გამოეხმაურა ილონ მასკიც და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით ეს იყო ტერაქტი. პოლიციასთან ერთად გამოძიებაში ჩართულია გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელიც არკვევს იყო თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი.