07 იანვარი 2025,   08:48
ვრცლად
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალში, სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ცხოვრობდნენ ბებიასთან ერთად, რომელიც ხანძარს გადაურჩა.
 
"მშობლები ზუგდიდში წავიდნენ, ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. ბებია, დახმარების სათხოვნელად, მეზობლებთან გაიქცა, მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. მთელი სოფელი გლოვობს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

წინასწარი ინფორმაციით, ბებიას, ქურის ანთებისას, ნავთი და ბენზინი აირია.
დღის ამბები