აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ყინულის არენის მშენებლობა და განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. არენა მზადაა უმასპინძლოს 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას.
კომპლექსი ოლიმპიური სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილ ყინულის მოედანს და 800 მაყურებელზე გათვლილ 10 ზოლიან, 2,1 მეტრი სიმაღლის საცურაო აუზს მოიცავს.
ამ ეტაპზე დასრულდა ყინულის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარეობს მოპირკეთება. კომპლექსი ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში, საერთაშორისო შეჯიბრებებს უმასპინძლებს.
პარალელურად მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.