"გააშუქე სიმართლე" - აქცია კერძო ტელეკომპანია "იმედთან". დემონსტრანტები არხის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეები "ტელეიმედის" სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები არიან.
მანამდე, საპროტესტო აქცია გაიმართა ტელეკომპანია "POSTV-თან".